აპიხიტი

აპიხიტი

სოჭის წიწვი შეიცავს ვიტამინების ბუნებრივ ნაკრებს, დიდი რაოდენობით პროვიტამინებს, ეთერზეთებს (48%), მიკროელემენტებს და სტეარინებს. ქიტოზანს ახასიათებს ადამიანის ქსოვილების გენეტიკური მსგავსება. უპრეცენდენტო რადიოპროტექტორული თვისებების გამო, მას შეუძლია პრაქტიკულად მთლიანად შებოჭოს ორგანიზმში მოხვედრილი თავისუფალი რადიკალები და გამოდევნოს ისინი ორგანიზმიდან. მედიცინაში და კვებით მრეწველობაში ქიტოზანი ძირითადად გამოიყენება, როგორც ქოლესტერინის და წონაში დასაკლები, სადეტოქსიკაციო საშუალება. კომპანია „ტენტორიუმის“ უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით შესაძლებელი გახდა მაქსიმალურად გამოყოფილიყო და შენარჩუნებულიყო ყველა საჭირო სასარგებლო ნივთიერება, აგრეთვე ერთდროულად გამოყენებულიყო ორი უნიკალური პროდუქტის – სოჭისა და ფუტკრის ქიტოზანის მძლავრი პოტენციალი. სოჭის წიწვის უჯრედული წვენის და დაბალმოლეკულური ქიტოზანის შეერთებით შესაძლებელი გახდა ექსკლუზიური პროდუქტის „აპი–ხიტის“ შექმნა.

შემადგენლობა: დაბალმოლეკულური ქიტოზანი, ციმბირული სოჭის წიწვის უჯრედული წვენი.

✔️აბსოლუტურად ბიოშეთავსებადია ნებისმიერ საკვებ პროდუქტთან და სამკურნალო საშუალებასთან.
✔️ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის დაკლებას სისხლში. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის სისხლძარღვოვან, განსაკუთრებით უწვრილესი კაპილარების სპაზმს.
✔️უზრუნველყოფს ორგანიზმიდან ჭარბი ქლორისა და ნატრიუმის გამოდევნას, რომლებიც მაღალი არტერიული წნევის ძირითად მიზეზებს წარმოადგენენ.
✔️ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაწმენდას, მისი ფუნქციის ნორმალიზებას და მიკროფლორის აღდგენას.
✔️ვინაიდან არის ეფექტური ენტეროსორბენტი, ამცირებს ცხიმების შეწოვას და ნახშირწყლების შეთვისებას, რის გამოც წარმოადგენს შესანიშნავ დამატებას წონის კორექციის პროგრამაში.
✔️აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, ამცირებს ტოქსინების კონტაქტს ნაწლავის კედელთან, რაც თავის მხრივ ამცირებს საკვებისმიერი შხამების გადასვლას სისხლში და ხელს უწყობს ნაწლავის რეგულარულ დაცლას – ეს ორგანიზმის ეფექტური გაწმენდის შესანიშნავი საშუალებაა. მოქმედებს არჩევითად – ორგანიზმიდან გამოდევნის მხოლოდ მავნე ნივთიერებებს.
✔️აბსორბირებს და ორგანიზმიდან გამოდევნის მძიმე მეტალების მარილებს (ტყვია, ვერცხლისწყალი, კადმიუმი და სხვ.), მინერალური სასუქებისა და ქიმიური საღებავების ფრაგმენტებს, სამკურნალო საშუალებების ტოქსიურ ნარჩენებს, განსაკუთრებით რადიონუკლიდებს.
✔️ხელს უშლის წამლების (ასპირინი, ინდომეტაცინი), ალკოჰოლის გამოყენებისას კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანებას.
✔️დადებითად მოქმედებს დენტინის, ძვლისა და ხრტილოვანი ქსოვილების წარმოქმნის პროცესზე.

✔️ზედა სასუნთქი გზების დაავადებები, მწვავე ვირუსული ინფექციები, ფილტვის პათოლოგიები (ქრონიკული და მწვავე ბრონქიტები, პნევმონია, ტუბერკულოზი).
✔️დაბალი იმუნიტეტი, ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერება. მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესები.
✔️ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები (შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები).
✔️გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი, არტერიული ჰიპერტენზია, მიოკარდიტი, კარდიოდისტროფია.
✔️მიუხედავად რთული სტრუქტურისა „აპი–ხიტში“ შემავალი დაბალმოლეკულური ქიტოზანი შეითვისება ორგანიზმის ნებისმიერი უჯრედის მიერ.

1 ჩაის კოვზი 3–ჯერ დღეში ჭამამდე 20 წუთით ადრე. კურსი არანაკლებ 2-3 თვე; ბავშვებში 1/3-1/2 ჩაის კოვზი, 1 წლამდე ბავშვებში 5-12 წვეთი 3–ჯერ დღეში ჭამამდე 20 წუთით ადრე.

ფასი:15მლ - 32₾